ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების მთავარ პირობად პედაგოგთა მასიურ ვაქცინაციას მიიჩნევს.
“სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება”,- ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ სკოლები უსაფრთხოდ ჩაითვალოს, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა აიცრას.