აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ -ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer ვაქცინის დამტკიცება არის “მნიშვნელოვანი მომენტი პანდემიასთან ბრძოლაში”:
“ნება მომეცით ხმამაღლა და ნათლად ვთქვა … თუ თქვენ ხართ იმ მილიონობით ამერიკელს შორის, ვინც ამბობდა, რომ არ მიიღებდა ვაქცინას იქამდე, ვიდრე FDA- ის სრული და საბოლოო დამტკიცება არ ექნებოდა, ეს უკვე მოხდა. მომენტი, რასაც ელოდებოდით, დადგა, დროა წახვიდეთ და ჩაიტაროთ ვაქცინაცია დღესვე” , – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა დაამატა, რომ FDA- ს მიერ დამტკიცება არის ოქროს სტანდარტი.
“და როგორც უკვე ვთქვი, ახლა ეს უკვე მინიჭებულია. ისინი, ვინც ელოდებოდნენ სრულ თანხმობას, უნდა წავიდნენ ახლავე. ვაქცინაცია უფასოა, ადვილია, უსაფრთხოა, ეს არის ეფექტური და მოსახერხებელი ”, – აღნიშნა მან.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ „ფაიზერი“ პირველი ვაქცინაა, რომელსაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მიანიჭა, აქამდე კი მას, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების მსგავსად მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.