“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა მმართველი პარტია დატოვა და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა

ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა, ოთარ პატიეშვილმა მმართველი პარტია დატოვა და მთავარ ოპოზიციურ ძალას, “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა.

ამის შესახებ, ლანჩხუთის “ნაციონალური მოძრაობიდან” “გურიის მოამბეს” აცნობეს.

ნაციონალების” ადგილობრივი ლიდერის, კახა ასკურავას განცხადებით, ოთარ პატიეშვილი, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, მამათი-აცანა-აკეთი საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში კენჭს “ნაციონალური მოძრაობიდან” იყრის.

ცნობისათვის – ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში გურიის პოლიტიკაში, როცა მმართველ პარტიას მოქმედი დეპუტატი ტოვებს და მთავარ ოპოზიციურ ძალას უერთდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share