ახალი შეზღუდვა კვების ობიექტებს 25 აგვისტოდან

25 აგვისტოდან კვების ობიექტები ნაცვლად 23:00 საათისა, 22:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენელი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share