“ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება… დღეს საბჭომ მიიღო კონსენსუსით იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც მოგახსენეს რესტორნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული მსჯელობა ბევრ სხვა საკითხზე, ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ყველას გთხოვთ პირბადის ტარებას – 50%-ზე ვართ ამ კუთხით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე, ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ. აგვისტოს ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზია, რომ უნდა გვქონდეს სადღაც, 650 000-დან 700 000-მდე აცრა, რაშიც შევა როგორც პირველი, ისე მეორე დოზით აცრილი. დღეს შესრულდა მილიონი აცრა – არა ადამიანი, არამედ აცრა, აცრილია 700 000-ზე მეტი ადამიანი ერთჯერადად. თუ აგვისტოში გვექნა 650000 – 700 000-მდე აცრა, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.