პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია.
მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს – პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!
მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის!“, – წერს თალაკვაძე.