სოსო გოგაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს

სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე “ქართულ ოცნებას” ტოვებს. სოსო გოგაშვილი “მთავართან” საუბარში პარტიიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მიზეზები პირადად აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა და წარმატებები უსურვა.

გოგაშვილი ჯერჯერობით არც სამომავლო გეგმებზე საუბრობს. შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა, მანამდე კი, 2014 წელს, შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: