ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოადგილემ, ნატანების ტერიტორიულ ერთეულში, (ნატანების გამგებლის მოადგილემ) – ილია ნიკოლაშვილმა, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ნატანებიდან მოგვაწოდეს.
ჩვენთან საუბარში, მომხდარი თავად ილია ნიკოლაშვილმაც დაადასტურა:
“დავტოვე თანამდებობა და ვიქნები ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი, ოპოზიციური კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერი, მიმაჩნია, რომ ის ყველაზე იდეალური მერი იქნება და შეძლებს მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას” გვითხრა ნიკოლაშვილმა.
სახელისუფლებო კანდიდატი მომავალ არჩევნებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე, ქვეყნის ხელისუფლების ერთ ერთი სახის, “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იქნება.
ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ყოფილ მოხელეზე ზეწოლები დაიწყო.
ამ ეტაპზე სამსახურიდან, ილია ნიკოლასვილის მეუღლე, ნინო ჭიჭინაძე დაითხოვეს, რომელიც ნატანების საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგი იყო.
თავის მხრივ, როგორც ნიკოლაშვილმა რედაქციას განუცხადა, მასზე დაიწუო ზეწოლები და მისი მისამართით ადგილი ჰქონდა მუქარას კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან.
როგორც ნიკოლაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ის დაიწყებს ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობას, მას ფიზიკურად გაუსწორდებიან და ქვეყანას დაატოვებინებენ.