ეს განცახდება “გურიის მოამბესთან” საუბარში, “ერთიანი საქართველოს” ადგილობრივმა ლიდერმა, რეზი ხუნდაძემ გააკეთა.
ხუნდაძე ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ, მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართულ საპროტესტო აქციას თანამებრძოლებთან ერთად შეუერთდა და ხელისუფლება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში დაადანაშაულა:
“ვაპროტესტებთ ამ ოლიგარქიულ მმართველობას, რაც 2020 წლის არჩევნებზე დაგვცინა ხელისუფლებამ, “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა.
არ შეგრჩებათ! თქვენი დღეები არის დათვლილი” განაცხადა ხუნდაძემ.