კომპანია CCEH ჰაიდრო VI უპრეცედენტო ინიციატივით, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ტიპის ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭომ დაიწყო მუშაობა.
საბჭოში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 6-6 წევრია. არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ ნუგზარ ასათიანი, ნინო ბერძენიშვილი, ლიკა ასიეშვილი და თამარ ონიანი; ადგილობრივ თვითმმართველობას წარმოადგენენ ლელა მდინარაძე, დავით ჟღენტი, თეიმურაზ ჭანუყვაძე და მაია ჩავლეშვილი; ადგილობრივი მედიიდან საბჭოში არიან ია მამალაძე და ვლადიმერ მენაბდე; ბიზნეს სექტორიდან კი, ქრისტინე გურიელიძე და დავით თენიეშვილი.
გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია:
- პროექტის განხილვაში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა;
- გზშ-ს ანგარიშზე მუშაობის გამჭვირვალე სამუშაო პრაქტიკის დამკვიდრება;
- გზშ-ს ანგარიშის განხილვაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა;
- დაინტერესებულ მხარეთა რეკომენდაციებისა და საქმიანი კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება;
- ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტისადმი საზოგადოებაში ნდობის განმტკიცება.
საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით არსებულ საკითხებს განიხილავენ, გაეცნობიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს და იმსჯელებენ იმ მექანიზმებზე და მიდგომებზე, რომელიც პროექტის წარმატების გარანტი გახდება.
წარმოგიდგენთ საბჭოს დაფუძნების ღონისძიებას და ღონისძიების შემდგომ საბჭოს წევრების ინტერვიუებს, რომელიც ლიხაურში 2021 წლის 5 აგვისტოს ჩავწერეთ.