პოლიტიკური პარტია აი-იას დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები უდანაშაულოდ ისხდნენ ციხეში ექვსი თვის განმავლობაში და დღეს მათი განთავისუფლება კი კარგია, მაგრამ თუ საჭირო გახდა მათი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სტრასბურგის სასამრთლოსაც მიმართავენ.
“გილოცავთ ყველას, ვისაც გულით და სულით გაუხარდათ ამ ბიჭების განთავისუფლება, მართლაც ძალიან სასიხარულო ამბავია. რაც შეეხება სამართლიანობას დაიურიდულ მხარეს, მე მაინც მგონია რომ ეს ადამიანები დანაშაულში არ უნდა ეცნოთ, ყოველ შემთვევაში ორი მათგანი მაინც, ის ერთი ბიჭიც იმ დანაშაულში რაშიც არიან ცნობილი, რომ ეს იყო ვითომ ჟურნალისტებზე ზეწოლა, ეს ზალიან დიდი ტყუილია. ამ ბიჭებმა მშვენივრად იცოდნენ ვისაც ეხებოდნენ. უბრალდო პროვოკაციას ვერ გაუძლეს და ბრძოლა ამიტომაც არის გასაგრძელებელი, რომ ყველაფერი დამტკიცდეს.
ამ ბიჭების სიმართლე აუცილებლად უნდა დამტკიცდეს ეს იქნება აქაური სასამრთლოთი თუ სტრასბურგის სასამართლოთი ამას არსებითი მნიშნველობა არ აქვს. ძალიან კარგი იქნება რომ სტრასპურგმა გააკეთოს ეს ყველაფერი და ალბათ ესეც იქნება. ერთხელ და სამუდამოდ სამართალმა იზეიმოს ამ ქვეყანაში. ახლა გამოდის ის რომ 6 თვე ბიჭებმა მოიხადეს, ისინი დამნაშავეებად სცნეს და გამოუშვეს ექვსი თვის მერე. კი ძალიან კარგია გარეთ, რომ არიან მაგრამ მე მგონია ის გადაწყვეტილება რაც მოსამართლებმაა მიიღეს იყო არასწორი
ის გადაწყვეტილება, რაც მოსამართლეებმა მიიღეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ვითომ ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ყველაფერის უფლება ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას”,- ამბობს გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სამივე მათგანს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს იწურება.