საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, ბენ ჯოჰესის, აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილი მეთაურის, განცხადება გზავნილია სახემწიფო მდივნს მიმართ და მიანიშნებს მას იმ ძირითად აქცენტებზე, რაც საქართველოში ვიზიტისას უნდა გაკეთდეს.
“გზავნილი მისცა სახელმწიფო მდივანს იმ ძირითადი აქცენტის შესახებ, რაც საქართველოში ვიზიტისას უნდა გაკეთდეს. ამერიკული სამხედრო ბაზა თუ გახდა რეალობა საქართველში ეს იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებს სრულფასოვანი გარანტია. ეს გამოიწვევს საბოლოო ჯამში შედეგად იმას, რომ საქართველო ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულეა გაფორმდება თუ საქართლოს ნატოში შესვლას დააჩქარებს ეს უკვე კალენდრის ამბავია”, – ამბობს თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ამ სურვილის აღსრულებისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს, თუმცა დღეს მას ლეგიტიმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბენ ჰოჯესმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სურს, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი სამხედრო ინფრასტრუქტურა იხილოს.