კორონავირუსით 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ირაკლი მელიქიძე გარდაიცვალა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის თავდაპირველად მკურნალობას ბინაზე გადიოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში, კლინიკა “ნიუ ვიჟენში” გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
“7 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია და შეხვდა კოვიდი. 3 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, შემდეგ გადავიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.
კლინიკაში გადაყვანამდე, ექიმი-რეანიმოლოგი ბინაზე მართავდა მის მდგომარეობას, ანალიზებს უკეთებდა, დავუდგით ჟანგბადის აპარატი. გადაუდებელი სიტუაცია რომ შეიქმნა სასწრაფოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, 2 დღე იბრძოდა”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” ციალა მელიქიძემ.