მამა ნიკოდიმოსი: ეს არის ღვთის საჩუქარი, მადლობა მას

“ჩვენს რელიგიას აქვს პრეტენზია უმაღლესი ჰუმანურობისა და უდიდეს პატივს სცემს მეცნიერებას, გამომდინარე აქედან, თამამად ვაღიარებთ მედიცინასა და მის მიღწევებს. და რასაც ის გვთავაზობს, არის ღვთის საჩუქარი.

ლკ 12:6-7: “განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. თქვენს თავზე კი თმებიც კი დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.”

ღმერთი, რომელიც ერთ ჩიტსაც არ ივიწყებს, როგორ შეიძლება მის მსგავსად და ხატად ქმნილის უმრავლესი ნაწილი დაივიწყოს?!

ამიტომ მადლობა მას საჩუქრისათვის, და მადლობა ყველა მედიკოსს შრომისათვის” – ამის შესახებ მამა ნიკოდიმოს ხვედელიძე სოციალურ ქსელში წერს.

metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share