„ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე“ – ჯანდაცვის სპეციალისტი სკოლებს მიმართავს

„ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე, რადგან კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ აკეთებს ამას არავინ იცის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში სექტემბრის პირველი და მეორე კვირა ძალიან მძიმე იქნება. გიორგი ფხაკაძემ სწავლის განახლების ფორმატზე კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა. მისი განმარტებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გონივრული იქნება თუ სწავლა დისტანციურად დაიწყება. სპეციალისტის თქმით,  უმჯობესი იქნება თუ გასული სასწავლო წლის შეცდომები აღარ განმეორდება და უსაფრთხოების მიზნით, სკოლებში ბავშვების მხოლოდ 30% ივლის, დანარჩენები კი დისტანციურად ისწავლიან.

„კარგი იქნება, ეს სასწავლო წელი ახლავე თუ დაიგეგმება ისე, რომ შერეულ სწავლებაზე გადავიდეს. შარშანდელი შეცდომები იყოს გათვალისწინებული. სკოლაში ბავშვების 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს დაშვებული. უნდა გაკეთდეს რამდენიმე ჯგუფი. კერძო სკოლებს ვურჩევ, ახლავე დაიწყეთ ამაზე მუშაობა. ადრე თუ გვიან საჭირო გახდება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share