“ეს რასთანაა დაკავშირებული, ხომ იცით? რასთან არის დაკავშირებული ეს ჩიპი, ეშმაკის და ა.შ. რასთან და განათლებასთან. განათლებაა მთავარი ქვეყანაში, მოსახლეობის განათლების საშუალო დონე. პირდაპირ ეს არის განათლებასთან დაკავშირებული. ჩვენ რომ ვამბობთ, დიახ, განათლებული ერი ვართ, მაგრამ… რომ დადგება საკითხი ამასთან დაკავშირებით, რომ ვლაპარაკობთ ამდენი ხანი, ხომ შეიძლება საზოგადოებრივი მორატორიუმი ქორწილებსა და ქელეხებზე და ამ დიდ წვეულებებზე. რა იქნება, თავი რომ შევიკავოთ?”
– ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე TV ფორმულას ეთერში.