დღეს, 56 წლამდე ოზურგეთელი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

დღეს აჭარაში, კოვიდ კლინიკაში, ოზურგეთელი 56 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს”ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

“დღეს კორონავირუსით ბათუმის კოვიდ ცენტრში, 56 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მას შაქრიანი დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა. იყო მართვით სუნთქვაზე და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.”- გვითხრა ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, ოზურგეთში 24 საათში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share