კოვიდ-დეპარტამენტში პაციენტი გარდაიცვალა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ კოვიდ-დეპარტამენტში პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს დეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა უთხრა, მისი მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში სტაბილური იყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა – პაციენტს გული გაუჩერდა.

მერაბ ჩიქოვანი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ინფორმაციას ხვალ გაასაჯაროებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share