გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა

UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში გიგა ჭიკაძე ბრაზილიელ ედსონს ბარბოზას დაუპირისპირდა. 33 წლის ჭიკაძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა.

დაპირისპირება სამი რაუნდი გაგრძელდა. გადამწყვეტი სწორედ მესამე გამოდგა, როდესაც გიგა ჭიკაძის ძლიერ, ზუსტ დარტყმებსა და კომბინაციების მსაჯების მიერ ტექნიკური ნოკაუტის გამოცხადება მოჰყვა და მთავარი არბიტრი იძულებული იყო, ბრძოლა შეეჩერებინა.

გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის მთავარი მოვლენის სტატუსით ქართველმა სპორტსმენმა იბრძოლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share