საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაშია. უფრო კონკრეტულად კი ქვეყნის პირველი პირი, ბახმაროში იმყოფება.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად პრეზიდენტი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბახმაროს პირველად სტუმრობს:
“ბახმაროს თავზე! ბებიაჩემ აგრაფინას მრავალჯერ ნაქები ბახმარო, პირველად ამოვედი” – წერს სალომე ზურაბიშვილი.