ჯანდაცვის სისტემა მთლიანად ჩამოიშალა – 32 წლის ოზურგეთელი მამაკაცის ისტორია

ქობულეთის საავადმყოფოში 32 წლის ძიმითელი ახალგაზრდა სიცოცხლისათვის იბრძვის – ოჯახის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხობრებ ვანო თავდიშვილს დაახლოებით ერთი კვირის წინ კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

ის მედალფას ოზურგეთის კლინიკაში მივიდა სადაც “კატე ” გადაუღეს. მედიკოსებმა მას განუმარტეს. რომ პასუხი გადაღებაზე თბილისიდან უნდა მოსულიყო, ამიტომ ეს უკანასკნელი პასუხს უნდა დალოდებოდა სახლში.

თავდიშვილმაც საცხოვრებელ სახლს მიაშურა, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად გართულდა რომ დამხმარე ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც მისი მეზობლები გვიყვებიან, არაერთი მცდელობის მიუხედავად ადგილზე არავინ არ მისულა, უამრავი მუქარის, ხვეწნა ვედრების, გინებისა და წყევლა კრულვის შემდეგ ახალგაზრდა, ძიმითიდან ქობულეთში გადაიყვანეს.

თუმცა დღეს, თავდიშვილების სახლში ქობულეთის საავადმყოფოდან დარეკეს, რეკავდა უბრალო მედპერსონალი, ექთნები, მათ ოჯახს შეატყობინეს, რომ სასწრაფოდ მამაკაცი სხვა კლინიკაში უნდა გადაიყვანონ რადგან ქობულეთს რეანიმაცია არა აქვს და თუ ახალგაზრდას ქობულეთიდან არ წაიყვანენ ის მოკვდება.

ოჯახი ვანო თავდიშვილის ტრანსპორტირებას ვერცერთ კლინიკაში იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ ახერხებს რომ მათ არავინ არ უსმენს.

ამასობაში, სახლში ახალგაზრდა მამაკაცის რამდენიმე დღით ყოფნის გამო კოვიდ ვირუსით დაავადდნენ მისი მშობლები, მეუღლე და ბავშვები.

დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ ოჯახი სპეც მანქანით წაიყვანეს ოზურგეთში “მედალფას” კლინიკაში “კატეს” გადასაღებად, ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, მათ განუმარტეს, რომ “კატეს” გადაღება ოზურგეთში ვერ ხერხდება, მათ გადაიყვანენ ლანჩხუთში და იქ ჩატარდება ეს პროცედურა.

ლანჩხუთში ოჯახის წევრები მათ შორის ახალგაზრდას დედა, რომლის მდგომარეობაც ისევე როგორც მისი შვილის უკიდურესად მძიმეა, ისევ 2 საათი ალოდინეს და განუცხადეს, რომ ლანჩხუთში “კატეს” გადაღება ვერ მოხერხდა და ისევ ოზურგეთში უნდა დაბრუნდნენ.

ამ წუთებში ისინი ოზურგეთში არიან ამ პროცედურის ჩატარების მოლოდინში.

32 წლის ვანო თავდიშვილი კი ქობულეთის კლინიკაში ფორმალურად წევს, ფორმალურად რადგან მას არაფერი არ უტარდება და პირიქით ექიმები გამუდმებით რეკავენ რომ პაციენტი უპატრონობით იღუპება.

როგორც ოჯახმა, ასევე შეწუხებულმა მეზზობლებმა და თანასოფლელებმა არ იციან და ვერ გაიგეს რა იგულისხმება “უპატრონობაში” და როგორ უნდა უშველონ ახალგაზრდას.

უკანასკნელი იმედი მათთვის მედიაა და “გურიის მოამბესაც” ამიტომ დაგვიკავშირდნენ – გვიშველეთ! გვიშველეთ! გვიშველეთ! და იქნებ გაგვარკვიოთ რა ვქნათ?

სამწუხაროდ მდგომარეობიდან გამოსავალი ჩვენც არ ვიცით – ერთს გთხოვთ ყველას – აიცერით! აიცერით აიცერით! სახელმწიფო მთლიანად ჩამოშლილია და რომ რამე-ღმერთმა დაგვიფაროს-არავინ ჩვენი მშველელი და პატრონი არაა.

ფაქტია რომ ხელისუფლებამ მიგვატოვა და ერთი ერთზე დაგვტოვა ამ ვერაგ დაავადებასთან.

მოვა დრო ყველა პასუხს აგებს მაგრამ ხომ უნდა გადავრჩეთ ამისათვის.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: