საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ეს მოოდება მან გერმანიაში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე გააკეთა:
“მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი პრობლემა არის ანტივაქსერების, მღვდლების, რომლებიც დადიან და მოუწოდებენ ხალხს, არ აიცრან და აშ. ალბათ, იძახიან, კი. მაგრამ მოდით ნუ გადაგვაქვს სხვა საკითხებზე თემები. ვერანაირი 5, 10, 30 ბნელი მღვდელი და შემოგზავნილი, ვერ გადაწონის იმას, რაც არის სახელმწიფოს ფუნქცია და არ არის საჭირო ისრების გადატანა . ეს არის ივანიშვილის თამაში -და განცახდებების კეთება თითქოსდა “საზოგადოებაა უპასუხისმგებლო”, “ჩვენ ვართ ბნელები”, “ჩვენ ვართ გაუნათლებლები”, “ჩვენ არაფერი არ გვესმის” და “ეკლესიაშია მთავარი პრობლემა”… უკაცრავად და სახელმწიფო სად არის… აცრა, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშნველოვანი, –
ამბობს მიხეილ სააკაშვილი.