თქვენი გადაყენებული არ გაიშვას – ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციას.
სხდომა კი, დღეს პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო. ჟვანიას “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მოსთხოვა დაკონკრეტება – რას აჯამებდა, საუბნო თუ საოლქოს შედეგებს. ჟვანიამ გოგორიშვილს არ უპასუხა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწდა, თუმცა ჟვანიასგან ცინიკური პასუხი მიიღო.
დაპირისპირების დროს კომისიის წევრებმა ხათუნა გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა გოგორიშვილს სხდომა ვერ დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა დაიწყო, სადაც ბოლოჯერ განიხილავენ საჩივრებს. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებს.
ცესკო-ს სხდომის პარალელურად, პროტესტი დაიწყო ცესკო-ს შენობასთანაც, სადაც სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და შენობასთან სადემონსტრაციო ბანერიც მიიტანეს.