“მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს და თუ ჩამთვლით პასუხის ღირსად, მიპასუხეთ!” – ზაზა სარალიძე ირაკლი ღარიბაშვილს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

“ირაკლი! ჯიგარო! ბატონობით ვერ მოგმართავ, დემოკრატიულ თავისუფალ საქართველოში ბატონები არ არსებობენ! მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს და თუ ჩამთვლით პასუხის ღირსად, მიპასუხეთ! ვისი პასუხისმგებლობაა ადამიანების გარდაცვალება მოცემულ ეპიდსიტუაციაში?
ხელისუფლების, თუ თავად გარდაცვლილი ადამიანების და მათი ოჯახის წევრების.

განმარტებებზე თავს ნუ შეიწუხებთ, უბრალოდ ან ერთი ან მეორე.

პ. ს. ხელისუფლების მომხრე თუ არამომხრე საზოგადოებას ვთხოვ ზედმეტი და სიძულვილის ენით გამოხატული კომენტარებისაგან თავი შევიკავოთ”, – წერს სარალიძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share