ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სახელმწიფოს მხრიდან, მოსწავლეების დისტანციური სწავლისთვის, საჭირო აღჭურვილობის შექმნის აუცილებლობაზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში გამოსავალი ისევ დისტანციურ სწავლებაშია.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდა, რომ საჭირო ტექნიკით აღეჭურვა მოსწავლეები.
„ვირუსი ბავშვებს დაერია. ალბათ ისევ დისტანციური სწავლაა გამოსავალი და ეს მოულოდნელობადაც ვეღარ ჩაითვლება. ამ მოსალოდნელობას რამდენად მზად დავხვდით ამდენი ხნის და გამოცდილების მერეც? ყველა ბავშვს აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი? იქნებ ბავშვების სასწავლო პირობებით აღჭურვაში მაინც დახარჯულიყო საარჩევნო კამპანიების ფული, მრავალრიცხოვან ერზე მზრუნველთა სამ-სამი გადიდებული პორტრეტი ზოგან ერთად რომაა გამოკრული ერთ კვადრატულ მეტრზე? განა ხატებად არ გამოდგებით, მაგრამ სასწაულიც მოახდინოთ იქნებ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.