დღეს ოზურგეთის პარტია ,, საქართველოსთვის’’ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
პარტიის წარმომადგენლებმა და უშუალოდ მერობის კანდიდატმა, გია ცეცხლაძემ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და მისი ძმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე , რომელიც უშუალოდაა ჩართული ძმის წინასაარჩევნო კამპანიაში, გახარიას პარტიის წევრის დაშინებასა და შანტაჟში დაადანაშაულეს.
პარტია ,,საქართველოსთვის’’ განაცხადეს, რომ ძმები თალაკვაძეები უშუალოდ მონაწილეობდნენ მათი მაჟორიტარობის კანდიდატის ნონა ტუნაძის დაშინებაში, რომელიც დაბა ნასაკირალში იყრიდა მათი პარტიიდან კენჭს.
დღეს პარტია ,,საქართველოსთვის’’, N60 საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარობის კანდიდატების სია უნდა წარედგინა, ნონა ტუნაძემ კი , რომელიც დაბა მასაკირალში მათი კანდიდატი იყო, მათივე განცხადებით, კანდიდატურა დაშინების საფუძველზე დილით მოხსნა და ამის შესახებ თანაგუნდელებს ტელეფონით ამცნო. ბუნებრივია, ჩვენ ,, ქართული ოცნბის ‘’ ადგილობრივ, ოზურგეთის ოფისში მივედით, მმართველი პარტიდან საპასუხო კომენტარის მოსასმენად, თუმცა ოფისი დაკეტილი დაგვხვდა. პარტიის პრესსამსახურმა კი ჩვენ ზარებს არ უპასუხა.