რატომ შეხვდნენ თალაკვაძეები გახარიას პარტიის კანდიდატს – “ოცნების” პირველი კომენტარი

“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ძმასთან ერთად, გუშინ, ნასაკირალში, გახარიას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნონა ტუნაძეს შეხვდა.

თალაკვაძე უარყოფს გია ცეცხლაძის ბრალდებებს და ამბობს, რომ ზეწოლა არავისზე მოუხდენია და ტუნაძეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა. კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა ტუნაძეს კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ სკოლაში დასაქმება, რასაც თავად ტუნაძეც ადასტურებს, თალაკვაძე არ პასუხობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ გახარიას გუნდმა ტუნაძე შეცდომაში შეიყვანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share