„ოცნება“ ოპოზიციის მხარდამჭერებს უკვე სახლებშიც უვარდება-რა მოხდა დვაბზუში?

„ოცნება“ ოპოზიციის მხარდამჭერებს უკვე სახლებშიც უვარდება-რა მოხდა დვაბზუში?

როგორც „გურიის მოამბისთვის“ ხდება ცნობილი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ხშირია შემთხვევები, როცა მმართველი გუნდის მომხრეები და წარმომადგენლები  უხეშად ერევიან წინასაარჩევნო პროცესში.

ხშირია შემთხვევები, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლებს ახორციელებენ.

განსაკუთრებით გახშირდა ფაქტები, როცა ისინი სოციალურად შეჭირვებულის სტატუტის მქონე ადამიანებსა და საბიუჯეტო დაფინანსების ქვეშ მყოფ პირებზე ძალადობენ.

განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა მსგავსი ტიპის ქმედებებში-შანტაჟსა და ძალადობაში

უბრალო ამომრჩეველი არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ, მმართველი ძალის კანდიდატებსაც ამხელს.

როგორც ჩვენ გვიმტკიცებენ, მსგავსი ტიპის ქმედებებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში.

აღნიშნულ  სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის წევრები „გურიის მოამბეს“ უყვებიან, რომ რამდენიმე დღის წინ, მათ სახლში დედასთან, როზეტა სკამკოჩაიშვილთან ერთად მიუვარდა „ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი მარიკა ჩხიკვიშვილი და მათ პასუხს იმის გამო სთხოვდა, თუ რატომ უჭერენ ისინი მხარს მის ოპონენტს, რომელიც აღნიშნულ სოფელში სხვა პარტიიდან იყრის კენჭს:  „ფაქტობრივად სახლში შემოგვივარდნენ და გვთხოვდნენ პასუხს, თუ რატომ არ ვმუშაობთ მათზე. რომ ავუხსენით, რომ ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, ვისაც უნდა იმას დაუჭიროს მხარი, მერე საქმეში ჩართეს გუბერნატორის მამა, რომელიც პირდაპირ ითხოვდა, რომ მხარი აუცილებლად „ოცნების“ კანდიდატისთვის უნდა დაგვეჭირა.

მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, თავის დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ მიგვემართა ჟურნალისტებისთვის. ტელეფონით დავუკავშირდით ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტს, არ ვიცი შემდეგ რა მოხდა, მაგრამ ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში სიტუაცია შეიცვალა.

მეორე დღეს ჩვენს ახლობელს მიაკითხეს სამსახურში და სთხოვეს-ოღონდ ამას ნუ იზამენ და არანაირი პრობლემა მათი მხრიდან არ შეიქმნებოდა“-გვიყვება ქალბატონი, რომელიც ასევე ჩვენი მეშვეობით მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ მიუხედავად ბოდიშებისა, თუ მდგომარეობა ისევ გართულდა, მზად  არიან გამართონ პრესკონფერენცია და ყველა მედიის წარმოამდგენლების თანდასწებით ისაუბრონ მომხდარზე-გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share