შეკვეთილში 22 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ლადო გოგუას, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.