ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა:
“მას ბინის პირობებში გულყრა განუვითარდა, მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. შემოსვლისთანავე მოხდა მისი დაინტუბირება და მმართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამ ბავშვის თანმხლები დაავადებების საკმაოდ გრძელი სიაა, ეს არის ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი და კოვიდინფექციის ფონზე ამ ბავშვს განუვითარდა სეპტიკური შოკი და სამწუხაროდ დასრულდა ლეტალურად,” – განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.