ოზურეგთში, რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე.
ერთ-ერთი სახლის წინ გაჩერებულ ტოიოტა პრიუსს, რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ნისან ტიდა უკნიდან დაეჯახა, რომლის შემდგომაც რამდენიმე მეტრი გაიარა, რა დროსაც გზაზე მოძრავ ფორდის ჯიპსაც შეეჯახა.
ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
როგორც თვითმხილველები “გურიის მოამბესთან” ამბობენ, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.