საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებისა და ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერისათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, 150-ზე მეტი წინადადება მიიღო:
“მივიღე 150-ზე მეტი წინადადება მას შემდეგ, რაც გამოვაცხადე კონკურსი, საუკეთესო 50-იდეაზე საქართველოს განვითარების. ბოლო დღეებია გატაცებით ვსწავლობ ამ წინადადებებს, რაღაცებზე, რაშიც კომპეტენცია არ მყოფნის, სხვებს ვეკითხები რჩევას და უახლოეს დღეებში ავარჩევ იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომელსაც მივიწვევთ კიევში და პირდაპირ ეთერში გავაკეთებთ მათთან ერთობლივ კონფერენციას საქართველოს მომავალზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებისა და ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერისათვის კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომელიც 50 ინოვაციური პროექტის გამოვლენას გულისხმობს და საუკეთესო იდეის ავტორებს ის უკრაინაში ეპატიჟება.