კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან 6 წლისთავზე მისი შვილიშვილი ალექსანდრე დაიბადა

13 ნოემბერი კახა ბენდუქიძის გარდაცვალების დღეა. სანამ ასტრონომიული დრო კალენდარზე 13 რიცხვს დაითვლიდა, რამდენიმე საათით ადრე, პატარა სანი დედამიწას მოევლინა. კახა ბენდუქიძის შვილი – ანასტასია დედა გახდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანასტასია ბენდუქიძემ გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა:

“6 წელია, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემთვის. ეს ის დღე იყო, რომელიც მთელი გულით მძულდა, ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე გულის ნაწილი.

ვიფიქრე, რომ ბედი სასაცილო რამ არის, როცა ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი მშობიარობის ვადა 13 ნოემბერი იყო. ასე რომ, ყველაზე საშინელი დღე კალენდარში გახდა ის დღე, რომელსაც მოუთმენლად ველოდი…

ჩემმა შვილმა საკუთარი დაბადების თარიღი აირჩია და გადაწყვიტა 3,5 საათით ადრე მოვლენილიყო ამ სამყაროში.

ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, დაიბადა ალექსანდრე მხეიძე წონით 3,7 კგ და სიგრძეში 51 სმ., და თავს კარგად გრძნობს.

მადლობა ჩემს შესანიშნავ ქმარს, რომელიც მთელი ამ ხნის განმვალობაში ჩემთან ერთად იყო და მხარდ მიჭერდა, როგორც ემოციურად, ისე – ფიზიკურადაც.

შეიძლება 2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, გული გადამევსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა ბენდუქიძე თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის თავისი ცნობილი ულვაშიდან.” – წერს ანასტასია ბენდუქიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share