ევროკავშირის საბჭომ 5 ქვეყანა ამოიღო იმ სახელმწიფოების სიიდან, რომლებზეც მოგზაურობის შეზღუდვა ვრცელდება.
საბჭო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ურჩევს, შეზღუდოს აშშ-ის, ისრაელის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და ლიბანის და ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს მოქალაქეების ჩასვლა ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.
მსოფლიოს ამ და სხვა არაერთ სახელმწიფოში ეპიდსიტუაცია საგრძნობლადაა გაუარესებული კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე დელტა შტამის ფართოდ გავრცელების გამო.
ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და ისინი გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ. ევროკავშირის ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ, აშშ მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალში ჯერ კიდევ საბჭოს რეკომენდაციამდე შეიყვანა.