წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.