მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის კეთილმოწესე, დეკანოზი პეტრე ახვლედიანი.
“მამა პეტრე მრავალი წლის მანძილზე გახლდათ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი და ამავე სასწავლებლის ერთ-ერთი პედაგოგი. უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებულ დეკანოზ პეტრეს უკვდავი სული,” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.