ბოლო 17 დღეში ამერიკელებმა ავღანეთიდან 122 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. მათ შორის შეერთებული შტატების 6 000 მოქალაქე.
ფოიერვერკებითა და გასროლით იზეიმა თალიბანმა ამერიკის სამხედრო ძალების ბოლო თვითმფრინავის მიერ აეროპორტის დატოვება. თალიბანის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ავღანეთმა სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ადგილზე კვლავ რჩება რამდენიმე ასეული ამერიკის მოქალაქე, ნაწილს ქვეყნის დატოვება სურს და ამერიკა პირობას დებს, რომ მათ დაეხმარება. ნაწილს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩენა ურჩევნიათ.
თალიბანი კი, რომელიც უკვე დედაქალაქის 100%-ს აკონტროლებს, მზაობას გამოთქვამს მიიღოს ქვეყნაში ის ავღანელი მიგრანტები, რომლებსაც ევროპამ თავშესაფარზე უარი უთხრა.