“ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის…ჩვენ არ ჩავკეტეთ ქვეყანა, ეკონომიკა ვითარდება და მეტი ტურისტი შემოდის“- კახა კალაძე

ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი არ არის, ეკონომიკა ვითარდება და მეტი ტურისტი შემოდის.

„ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ არ ჩავკეტეთ ქვეყანა, ეს იყო სწორი და მნიშვნელოვანი, რადგან პარალელურად შემოვიტანეთ ვაქცინები და შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესი გავაგრძელოთ, რათა ყველა აიცრას. გაქვს იმდენი ვაქცინა, რომ ეყოს ჩვენს მოსახლეობას და სხვასაც დავეხმაროთ. როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი არ არის, ეკონომიკა ვითარდება, მეტი ტურისტი შემოდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share