“ნახეთ, როგორ საქართველოში ვცხოვრობთ – შიმშილი, წამალს ვერ ყიდულობენ ადამიანები. არის თუ არა ეს საქართველოს ამოხოცვის გეგმა?! აბა, როგორ ხდება? რას ველოდებით? ახლა, ამათ ამისი ეშინიათ. კიდე გვეუბნებიან, რომ უფრო მწვავე იქნება სექტემბერი, უფრო მწვავე, რა, 100 კაცს გადააჭარბებს სიკვდილობა?!
ესენი ფიქრობენ, ხალხი რომ გამოვა ამათ კინწისკვრით გასაყრელად, აი, ეს უნდა რომ დააბრალონ ენმ-ს და სრულიად ოპოზიციას. მოსალოდნელია მათი გაყრა, ამის მოთმენა როგორ შეიძლება, მიკვირს, ახლა რატომ არ ვართ გარეთ, ვიხოცებით მაინც და რას ვუყურებთ?!
გამოვიდეთ და გავყაროთ ესენი, ეს რაღაც უბედურებაა საქართველოს თავს მოსული. – საქართველოს დასჭირდება, საქართველო დაღუპვის პირასაა, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. უნდა შევცვალოთ ზუსტად ამ კოვიდპანდემიის, ამ შიშმილის და ამ ამოხცვის გამო! 9 წლის განმავლობაშ, ენმ-ს დროს, ოპოზიციაშ ვიყავი, მაგრამ ოპოზიციაში ვიყავი სამართლებრივი სისტემის გამო, თორმე სახელმწიფო ინსტიტუციები უმაღლეს დონეზე იყო და შენდებოდა. საქართველო ვითარდებოდა. ამათ მოსპეს ყველაფერი და დატოვეს რუსული კლანური სამართლებრივი სისტემა! ამის მოთმენა არ შეიძლება”
-აცხადებს პარტია” კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი G/News-თვის მიცემულ ინტერვიუში.