ქვეყნები, საიდანაც ჟანგბადს ვყიდულობთ

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც 2021 წლის 7 თვეში, საქართველომ ჟანგბადი შეიძინა:

  • თურქეთი – 233.84 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 50.61 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 22.95 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია – 0.20 ათასი აშშ დოლარი

ცნობისთვის, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია. მისი თქმით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყება მაღალი დატვირთვით მუშაობს, ჯერჯერობით კლინიკებს ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით კლინიკებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share