“დასკოჩილი” და ცელოფნებაფარებული “პიკაპები” შსს-ს ავტოპარკიდან – პოლიციელების პრეტენზიები ხელმძღვანელობას

მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიონობით ლარია დაფინანსება აქვს და ხელმძღვანელი პირები ბოლო მოდელის ავტომობილებით გადაადგილდებიან, ირკვევა, რომ რიგით პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ქუჩაში არიან, გაუმართავი ავტომობილებით უწევთ გადაადგილება – მაგალითად ბახმაროში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ავტომობილიდან, ორივე ავარიულია.

უფრო მეტიც, ავტომობილებს ფანჯრების ნაცვლად ცელოფნები “სკოჩებით” აქვს აკრული. პოლიციელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ასეთ პირობებში დიდი ხანია მუშაობენ:

“ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი ავტომობილები. მხოლოდ გარეგნულად არა – ყველა “პიკაპი” მწყობრიდანაა გამოსული. გვპირდებიან, რომ შეცვლიან, მაგრამ დაპირბების შემსრულებელი ჯერ არ გამოჩენილა” – გვიყვებიან პოლიციელები.

პოლიციის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ ყველა საქმის კურსშია და მალე, გურიის პოლიციის ავტოპარკი განახლდება. თუმცა, როდისაა ეს “მალე” უცნობია. ცნობილია ის, რომ რიგით პოლიციელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება იმ ავტომობილებით, რომლებიც ჰყავთ, ძალიან უჭირს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share