“სექტემბრის ბოლოს უნდა გამხდარიყო ეს ამბავი ცნობილი, ქოცებმაც იცოდნენ, პანიკაში იყვნენ, ამიტომ “დაასწრეს…” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“საქართველომ დასავლეთიდან პირველი სანქცია მიიღო ქოცების პოლიტიკის გამო. დახმარება შეგვიწყდა. სექტემბრის ბოლოს უნდა გამხდარიყო ეს ამბავი ცნობილი. ქოცებმაც იცოდნენ და პანიკაში იყვნენ. ამიტომ “დაასწრეს” და მესიჯი მოაცოდვილეს, ჩვენ თვითონ აღარ გვინდა დახმარებაო. მაინც გაირკვა გუშინვე ყველაფერი. ევროკავშირმა აგვიხსნა. თან გვითხრეს სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში სულ კარგად იყავითო. ეს ყველაფერი მარტივია და გასაგები, მაგრამ რა ვერ გავიგე იცით? ნეტავ, რისი ეშინოდათ ქოცებს? ჩვენნაირი უტ@@@ო ხალხის რატომ უნდა ეშინოდეთ?” – წერს ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share