“ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც. ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები, ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი, რომ იტყვიან და ამას სჭირდება დრო”.
ასე გამოეხმაურა, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებდა, ვინაიდან მან სასამართლოს სრულად რეფორმირება ვერ მოახერხა.