განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს

განმუხურში, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვ.ვ. მოკლეს.

მკვლელობა მისივე კუთვნილ მშენებარე სასტუმროში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა დანით არის ჩადენილი და ის ბიზნესწილებზე დავას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ცნობილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, თუმცა დაკავებულია თუ არა ის – უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ადგილი სადაც მკვლელობა მოხდა, საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე მეტრშია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share