ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ თუ საქართველოს სურს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, მოსკოვი ამისთვის მზადაა. 

“თუ საქართველოს მართლაც სურს, რომ დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მცდელობაში არ გამოიყენოს რუსული კარტი და ჩვენთან, როგორც მეზობლებთან ნორმალურად იცხოვროს, ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ”,- ამბობს ლავროვი.

ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გამოეცხადებინა, თუმცა გავრილოვის ღამის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.

metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share