რა დააჩქარებს სასკოლო ოთახებსა და აუდიტორიებში დაბრუნების პროცესს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის,  განცხადებით, ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამისათვის კი მნიშვნელოვანი მექანიზმია ვაქცინაცია, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ზოგადად, საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის  ყველა წარმომადგენელს, როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ მასწავლებლებსა და  ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვთხოვთ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო უნივერსიტეტების პოლიტიკაზე, რაც  აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ვირუსის გავრცელების პრევენციასა და  ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გახსნილი სპეციალურ ამცრელ კაბინეტებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა აცრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share