“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობს და აცხადებს:
“ოკუპანტი ქვეყნის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე. ამის შემდეგ შემოგვთავაზონ პატივისცემა ამ ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სანამ ამ ქვეყნის რომელიმე ტერიტორია არის ოკუპირებული, ჩვენ მხოლოდ ამ ფორმატში ვსაუბრობთ“, – თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს სურს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, მოსკოვი ამისთვის მზადაა.