ტიკარაძე ახალ სკანდალში ეხვევა – ჯანდაცვის უწყებას კოვიდპაციენტებისთვის აუციელებლი მედიკამენტის მარაგი ამოეწურა

ეკატერინე ტიკარაძის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა. კერძოდ, ლაპარაკია სასიცოცხლოდ მნშვნელოვანი პრეპარატის დეფიციტზე, რომელზეც უკვე ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ. არსებული ვერსიით, უმნშვნელოვანესი პრეპარატის – “ენოქსაპარინი“ მარაგი, პრაქტიკულად, ამოწურულია და კლინიკებში მხოლოდ რამდენიმე დღის ზოაა დარჩენლი. არადა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პრეპარადი კოვიდინფიცირებულთა მკურნალობისთვის გადაუდებლად აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდცენტრებმა უკვე მიმართეს შესყიდვების სააგენტოს, ჯანდაცვის სისტემის მენეჯრები განმარტავენ, რომ მედიკამენტის დეფიციტი მომწოდებელი კომპანიების მიზეზით შეიქმნა.

რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანის თქმით, „ენოქსაპარინის“ პრეპარატი სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია კოვიდ პაციენტებისთვის.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტია თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, მის გარეშე, რეალურად, სრულყოფილ მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია. სამწუხაროდ, მედიკამნეტების პერიოდული დეფიციტი ჩვეულია იმიტომ, რომ არ მოხდა სწორი დაგეგმვა, თავის დროზე საჭირო რაოდენობის გაანგარიშება და მათი შემოტანის უზრუნველყოფა, ყოველთვის კრიტიკულ დონეზე მიდის რაოდენობა, მხოლოდ შემდეგ იწყებს ხელისუფლება შესყიდვებს. ეს არის სისტემური პრობლემის შედეგი, მსგავსი პრობლემის წინაშე სამედიცინო სისტემა დიდი ხანია, დგას სხვადასხვა ინტესივობით სხვადასხვა მედიკამენტზე.

ცალსახად დაძაბულობაა  ამ მედიკამენტთან დაკშვრიებით, ვერ ვიტყვით, რომ ნოლია, თუმცა უკვე საკმაოდ ჭირს მისი შოვნა, კლინიკებს უწევთ სხვადასხვა გზით მედიკამენტის მოპოვება“, – განუცხადა CNews-ს კალოიანმა.

CNews-ი ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვის დასმა არ დაგვსრულებინა, მომწერეთო და ტელეფონი გაგვითიშა. მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. CNews-ის სატელეფონო ზარს არც ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ უპასუხა.

CNews-ი თემაზე მუშაობას აგრძელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share