ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა.  ქალი საცხოვრებელი სახლიდან კლინიკაში 31 აგვისტოს გადაიყვანეს.

“დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადმყოფობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე”,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share