ექს-პრემიერ, პარტია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
გუშინ, თბილისში, მეტეხის ტაძართან მიმდინარე პრეზენტაციაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იქნება.
„მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად კი დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.
29 მაისს, მთავრობის ყოფილმა მეთაურმა პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.